სამტრედიელი ფრენბურთელი გოგონები ,,შავი ზღვის ვარსკვლავების” ჩემპიონები გახდნენ.
ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ ბათუმში, 2007-2008 წლებში დაბადებულ ვაჟთა და გოგონათა საპლაჟო ფრენბურთი მიმდინარეობდა, რომელშიც გოგონების 18 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო ვაჟების -16 გუნდი.
სამტრედიის გოგონათა ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ვაჟების ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ქვიშის ფრენბურთში ,, შავი ზღვის ვარსკვლავები” პირველი ადგილი და საუკეთესო მოთამაშის პრიზი სამტრედიას შეხვდა (მართა ლორთქიფანიძე, მარიამ იოსებაშვილი).
,,არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბათუმის ფრენბურთის ფედერაციის და სპორტული სკოლის თავდაუზოგავი შრომა, ეს თამაშები მაღალ დონეზე რომ ჩატარებულიყო. მადლობა ხათუნა გიორგაძეს, თამარ ლატარიას, ანკა თვაურს და და მძელურს.”-,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა სამტრედიის, გამარჯვებული კლუბის, მთავარმა მწვრთნელმა, მანანა ტყეშელაშვილმა.