ვიცე-პრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი მოუწოდებს ხერსონისა და ზაპორიჟჟიას ოკუპირებული ოლქების მოსახლეობას ევაკუაციისკენ ყველა შესაძლო გზით.
“რაც არ უნდა რთული იყოს ვითარება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ გადაასახლონ, ჩვენ მაინც ვიპოვით შესაძლებლობას, რომ ხალხს დაბრუნებაში დავეხმაროთ.
ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლები. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის”, – დასძინა ირინა ვერეშჩუკმა.