სამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც “გურია ნიუსს“ მიაწოდეს ინფორმაცია, კუბლაშვილი კომპანია LTB-სში მუშაობდა, სამუშაოს შესრულებისას დაშავდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
“ჩემი პოზიტიური და მხიარული ძმა, ჩემი გივიკო კუბლაშვილი აღარ მყავს… შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ძმაო?” – წერს სოციალურ ქსელში “ნაცმოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.