უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ცდილობდნენ.
“ხარკოვის მიმართულებით მტერი თავდაცვით ოპერაციებს ატარებს და გარკვეულ რაიონებში ტაქტიკური ვითარების გაუმჯობესებას ცდილობს. დემენტიევკასთან ჩვენმა დამცველებმა ორჯერ მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმა და უკუაგდეს ის”. – წერია განცხადებაში.
სლავიანსკის მიმართულებით, უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, დამპყრობლები ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობენ.
“ბუჟის სამხრეთით, ველიკოიე არტაკოვოს დასახლების მიდამოში მტრის ქვედანაყოფები შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობდნენ. უკრაინელმა ჯარისკაცებმა სწრაფად აღკვეთეს ეს მცდელობა და განდევნეს დამპყრობლები”. – წერია ანგარიშში.
ავტორი