reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესებით მიღებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, აქამდე რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა ვრცელდებოდა მხოლოდ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა (DPR) და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (LPR) თვითგამოცხადებული სეპარატისტული ტერიტორიების მცხოვრებლებზე აღმოსავლეთ უკრაინაში, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებზე.