ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევების მცირედი მატება შეინიშნება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩოხატაურში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 8185 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8103 პაციენტი, გარდაცვლილია 68. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 14 შემთხვევა.