კაცს დაავიწყდა სად გააჩერა ავტომობილი და საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გორში, მამაკაცმა პატრულში დარეკა და ავტომობილის გატაცების შესახებ განაცხადა. რეაგირების მიზნით, პუშკინის და ნინოშვილის კვეთააზე პოლიციის ორი ეკიპაჟი მივიდა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ავტომობილი სახლის მეორე მხარეს იყო გაჩერებული, მფლობელს კი არ ახსოვდა.