კორონავირუსიით დაინფიცირების წყარო შესაძლოა საკუთარი მაცივარის საყინულეში შენახული ხორცი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას studyfinds ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხდება ხორცი, რომელიც საყინულეში 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ინახება.
მკვლევარებმა გამოიკვლიეს ქათმის, საქონლის ხორცი, ღორის და ორაგულის პროდუქტები.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ SARS-CoV-2-ს შეუძლია გამრავლდეს ადამიანის ნაწლავებში, ისევე როგორც მის სასუნთქ გზებში. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საკვებზე დაფუძნებული ვირუსული გადაცემის შესწავლას პანდემიის დროს. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ COVID-19 რეალურად მოქმედებს პაციენტის ნაწლავებზე რესპირატორული სიმპტომების დაწყებამდე. სხვა მოხსენებები ასევე უკავშირებენ COVID-19-ის სიმძიმის გაუარესებას პაციენტის ნაწლავების ცუდ ჯანმრთელობას.
ახალი კვლევის დროს, მკვლევარებმა COVID-19 ჩაანაცვლეს სამი განსხვავებული სუროგატით – ერთი რნმ ვირუსი ლიპიდური გარსით და ორი ცხოველური კორონავირუსი (თაგვების ჰეპატიტის ვირუსი და გადამდები გასტროენტერიტის ვირუსი).სამივე არის SARS-CoV-2-ის საერთო შემცვლელი სამეცნიერო ექსპერიმენტებში. თუმცა, მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ვირუსები ხედავენ მათი რაოდენობის უფრო დიდ შემცირებას დაბალ ტემპერატურაზე, როგორც მაცივარში, ასევე საყინულეში. ეს შეიძლება ნიშნავს, რომ COVID კიდევ უფრო მდგრადია სიცივის მიმართ.
კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ გაყინულ ხორცში გადარჩენილი ვირუსული დატვირთვები განსხვავდება საკვების მიხედვით.
”საჭიროა უწყვეტი ძალისხმევა, რათა თავიდან იქნას აცილებული საკვების და საკვების გადამამუშავებელი ზედაპირების, მუშაკის ხელების და საკვების გადამამუშავებელი ჭურჭლის, როგორიცაა დანები, დაბინძურება”, – ნათქვამია განცხადებაში.