ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველი მუნიციპალური ტურნირი გრძელდება.
ცნობისთვის, ტურნირმა სტარტი გუშინ, ცნობილი მწერლის დაბადების დღის საპატივცემულოდ აიღო და მასში მონაწილეობას 10 ადგილობრივი გუნდი იღებს.
გუშინ გაიმართა პირველი ტურის ორი თამაში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულის და ჯვარცხმა- გორაბერეჟოულის გუნდები. მატჩი გაიმარჯვა ხიდისთავის გუნდმა ანგარიშით 2-0. რაც შეეხება მეორე მატჩს, რომელიც დაბა ჩოხატაურსა და დაბლაციხეს შორის შედგა, გამარჯვება დაბა ჩოხატაურმა მოიპოვა.
ავტორი