“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, იამზე ვაჩეიშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, პრესსამსახურის ხელმძღვანელი პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა დაკავებული თანამდებობიდან.
ინფორმაციის გადამოწმება თავად იამზე ვაჩეიშვილთან ვცადეთ, მაგრამ, მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.