ადამიანის ორგანიზმში C ვიტამინის დეფიციტი ძალიან საშიშია. ის მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილების შექმნასა და გაჯანსაღებაში. C ვიტამინი ასრულებს ბევრ საჭირო ფუნქციას. მისი მონაწილეობის გარეშე არ მიმდინარეობს ორგანიზმში ჟანგვითი და აღდგენითი პროცესები.
C ვიტამინის ზეგავლენით იზრდება სისხლძარღვების ელასტიკურობა და სიმტკიცე. ეს ვიტამინი, A ვიტამინთან ერთად, იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, აბრკოლებს ტოქსიკურ ნივთიერებებს სისხლში. მას ექვემდებარება გაციებით გამოწვეული დაავადებები. თუ ასკორბინის მჟავას გამოიყენებთ ადრეულ სტადიებში, ხველა და სურდო არ გადავა ქრონიკულ ფორმაში. დღეღამური დოზა კი 50 მილიგრამია.
ორგანიზმში ბაქტერიების რაოდენობა აქვეითებს C ვიტამინის რაოდენობას. ერთი ღერი სიგარეტის მოწევისას კი 25 მილიგრამი იკარგება. რაც მეტ ცილას მოიხმართ, მით მეტი ასკორბინის მჟავა დაგჭირდებათ.
გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმი არ აგროვებს C ვიტამინს, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარულად მიღება. ეს ვიტამინი არატოქსიკურია, ამიტომ მისი გადამეტებაც არ არის საშიში. მისი ზედმეტი რაოდენობა ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან. C ვიტამინის ძირითადი საკვები წყაროა: ციტრუსები, ასკილი, კომბოსტო, თალგამი, პომიდორი, მოცხარი, წითელი წიწაკა, ნიორი, ხახვი და ასე შემდეგ.
ავტორი