სამტრედიაში ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია.
დღეის მდგომარეობით, კოვიდზე 67- მა პაციენტმა ჩაიტარა ტესტირება სწრაფი ტესტით. 67- დან დადებითია 28 შემთხვევა. როგორც ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის ამბულუტორიული ცენტრის მენეჯერმა, ლუარა კახიანმა ,,გურია ნიუსთან ” კომენტარში განაცხადა, ბოლო დღეებში სამტრედიაში საგრძნობლად იზრდება დადებითი შემთხვევები:
,, მოვუწოდებ საზოგადოებას, მეტი ყურადღებით მოეპყრონ საკუთარ თავს, დაავადებულები კი გაუფრთხილდნენ გარშემომყოფთ, რამეთუ გადამდებლიანობა დიდია.”
ავტორი