“ჩვენი ქალაქის უდიდესი ტრაგედია” _ ამ სათაურით ფოტო ვრცელდება ფეისბუქგვერდზე “კალა ჩვენი სიამაყეა”.
ფოტოზე ბოლო დროს დაღუპული სამტრედიელები არიან აღბეჭდილნი.
შეგახსენებთ, რომ 3 წლის მაშო ადეიშვილი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
24 წლის ანა კანდელაკი სასაფლაოს ეზოში გარდაცვლილი იპოვეს, ემზარ აბაიშვილი კი ამერიკაში ცხოვრობდა, ის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
სამივე მათგანი მშობლიურ სამტრედიაში უკვე დაკრძალეს.