ჟურნალისტი აკო ქიქავა სოციალურ ქსელში წერს, რომ დედამისს, სავარაუდოდ, სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
“ერთი თვის წინ, დედაჩემი ფსიქიკური მდგომარეობის გაურესების გამო სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოვათავსეთ. დღეის მდგომარეობით, დედა მძიმე მდგომარეობაში კლინიკა “ბომონდში” გადაიყვანეს. ექიმების მიერ აღმოჩენილი დაზიანებების გამო, კლინიკამ საქმეში შესაბამისი უწყება ჩართო.
ყველამ იცოდეთ, ვინმეს თუ ბრალი მიუძღვის დედაჩემის ამ მდგომარეობაში ჩაგდებაში, პასუხს აუცილებლად აგებთ!
დედა, ჩემთვის ყველაფერი ხარ შენ. შენი სევდიანი თვალები, რომლითაც შენს ლიკას და აკოს დღეს შესქცეროდი, ჩვენი გონებიდან წარუშლელი იქნება”, _ წერს ქიქავა.
“გურია ნიუსი” დამატებით დეტალებისთვის სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორს ია გელოვანს დაუკავშირდა, თუმცა გელოვანმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
“უკაცრავად, მაგრამ ინტერვიუს არ ვიძლევი”, _ გვითხრა გელოვანმა და დაგვემშვიდობა.
ავტორი