ეპიდემილოგი ელზა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეპიდვითარება უარესდება.
“მეგობრებო!
ყველა ნიშანი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს, თანდათან უარესდება.
ცირკულირებს COVID-19 ვირუსის შტამი „ომიკრონი“ , ხოლო დომინანტურ პოზიციას იკავებს მისი მაღალინფექციური და მაღალკონტაგიოზური ქვეშტამი BA 4-BA5.
საქართველოსა და ჩვენს მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში აშკარად შეინიშნება ეპიდსიტუაციის გაუარესების ნიშნები. გაიზარდა მომართვიანობა, დადებითობის მაჩვენებელიც თანდათან იმატებს. შესაძლოა, უკვე დავიწყოთ საუბარი ახალი ქვეშტამის ფართო გავრცელების მოლოდინზე. განსაკუთრებით ახლა, როცა ტურისტული სეზონია და ყოველდღიურად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე , ქვეყანაში, მათ შორის მოსაზღვრე რეგიონსა და გურიაშიც გვსტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ამიტომ მე, როგორც ჯანდაცვის ეპიდემიოლოგი გირჩევთ:
-მწვავე რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ინფექციონისტს.
– ჩაიტარეთ ტესტირება, რათა გამოირიცხოს კორონა- ვირუსით ინფიცირება.
-იყავით იზოლირებულნი გარშემომყოფთაგან
-მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
-გაიკეთეთ რესპირატორი, თუ ხდება თქვენი გადაკვეთა ოჯახის წევრებთან
-მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები(განსაკუთრებით ხელების ჰიგიენა).
-ჩატარეთ ვაქცინაცია(ბუსტერ-დოზირება), რადგანაც რეალობა ერთია, გადატანილი ინფექცია არ იძლევა მყარ იმუნიტეტს, ხოლო ვაქცინაცია, ჯანმოს კლინიკურ- სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობით, მართალია 100% არ იცავს ინფიცირებისაგან(ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინა), სამაგიეროდ იცავს გართულებებისა და სიკვდილის რისკისაგან.
-სუსტი იმუნიტეტის, თანმხლები დაავადებისა და ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ასევე ხანდაზმულ ასაკში დახურულ სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში სასურველია, რომ ატაროთ ნიღაბი.
-დაიცავით დისტანცია, ხელების ჰიგიენა და ეცადეთ რომ არ შეეხოთ ,,T” ზონას დაუმუშავებელი ხელებით.
ერთად ვეცადოთ, რომ:
-არ მივცეთ ვირუსის ახალ ქვეშტამებს ფართო გავრცელების საშუალება!
გისურვებთ ჯანმრთელობას”,_ წერს სიმონიშვილი.