ხარკოვში მამა ორი საათის განმავლობაში ლოცულობდა გარდაცვლილი შვილის ცხედართან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი ოთხშაბათს დაიღუპა დაბომბვის შედეგად, დაიჭრა მისი დაც.
“მამა ორი საათის განმავლობაში კითხულობდა ლოცვებს შვილის ცხედართან. თავდასხმის შემდეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ კრიმინალური და ტერორისტული რუსეთი“, – წერს აშშ-ში უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა ტვიტერზე.
მარკაროვას პოსტში, ასევე გამოქვეყნებულია ორი ფოტო, სადაც ჩანს, რომ მამას ხელში უჭირავს გარდაცვლილი შვილის ხელი.
მოზარდი ხარკოვის სალტივსკის რაიონში რუსეთის თავდასხმის სამ მსხვერპლს შორის იყო,_ განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა. დაბომბვას ასევე შეეწირა მამაკაცი და ქალი.
ავტორი