https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნანა მგალობლიშვილი: “ამ თანამშრომლობას უნდა შეუწყოს მასწავლებელმა ხელი”

12:13; 22.07.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნანა მგალობლიშვილი ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. იგი ცოტა ხნის წინ განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეულში მოხვდა, რომლის გამარჯვებულიც 5 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

“გურია ნიუსი” ნანა მგალობლიშვილს ესაუბრა.

ნანა მგალობლიშვილი უკვე 33 წელია, რაც ჩოხატაურში მასწავლებლად მუშაობს და არა ერთი თაობა ჰყავს აღზრდილი.

“1989 წლიდან ვასწავლი. 22 წლის ვიყავი, ბუკნარის საჯარო სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე. შემდეგ ეროვნული მოძრაობის პერიოდი იყო და გია ჩხიკვიშვილმა შექმნა ჩოხატაურში გიმნაზია. სხვადასხვა სკოლიდან წამოგვიყვანა მასწავლებლები.

ეს გიმნაზია უნდა ყოფილიყო საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც დაუპირისპირდებოდა საბჭოთა საგანმანათლებლო პოლიტიკას. ვფიქრობ, განათლების ძალიან საინტერესო კერა იყო, განსხვავებული მეთოდებით, მიდგომებით, პრაქტიკით, ბავშვებთან დამოკიდებულებით. აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა გიამ და მეც, 22 წლის ასაკში, გიმნაზიაში მიმიწვია მასწავლებლად.

თითოეული ბავშვის ინტერესს ვითვალისწინებდი, თითოეული ბავშვის პრობლემით ვცხოვრობდი. საბჭოთა პერიოდში სწავლა რუტინული იყო, დაშტამპული. თუნდაც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება _ ტექსტების დაზეპირება, მწერლები ერთი ნიშნით იყვნენ კანონიზებულნი. სტერეოტიპული იყო საგნის სწავლების მიმართ მიდგომები. ძირითადად, ითვალისწინებდა რეჟიმის პოლიტიკურ კონიუნქტურას და არ იყო გათვალისწინებული მხატვრული, კონცეპტუალური მახასიათებელი და მოსწავლეს არ გეუფლებოდა ინტელექტუალური სიხარული.

დავიწყეთ ტექსტების ახლებური წაკითხვა, პროგრამაზე დაფუძნებული სწავლება, კრიტიკული აზროვნების ამოქმედება და სწავლების პროცესი საინტერესო გახდა.

გიმნაზიიდან გადავედი სამრევლო სკოლაში და უკვე 14 წელია, ვასწავლი. ვფიქრობ, რომ აქაც საინტერესოდ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ბავშვების თვითშეფასება იყოს მაღალი.  ვაგრძნობინოთ თავიანთი პიროვნების მნიშვნელობა, ვიყოთ მათ მიმართ მგრძნობიარენი, შევუქმნათ უსაფრთხო, კომფორტული გარემო, სადაც იქნება პოზიტიური ურთიერთობები.

ძალიან დიდ დახმარებას ვუწევთ მოსწავლეებს მორალური და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში. უნდა გაზარდო მოაზროვნე თაობა და უნდა გაზარდო სოციალური პიროვნება, ძლიერი მორალური ცნობიერებით. შესაბამისი თვითშეფასებით. ბავშვების თვითშეფასება ყალიბდება სოციალურ ჯგუფებთან ურთიერთობისას, თანამშრომლობის დროს და ამ თანამშრომლობას უნდა შეუწყოს მასწავლებელმა ხელი”, _ ამბობს ნანა მგალობლიშვილი.

_ თუ გყავთ გამორჩეული მწერალი, პოეტი, რომლის შემოქმედებასაც დღეს თქვენი მოსწავლეები სწავლობენ და როგორ ფიქრობთ, რატომ არის ის გამორჩეული?

_ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა. რომელ მწერალსაც ვასწავლი, რომელ მწერალზეც გვიწევს საგაკვეთილო პროცესის დროს საუბარი, იმ დროს ის მწერალია ჩემთვის ახლობელი და იმის პერსონაჟების ტყავში ვარ შემძვრალი. საოცარი კავშირი მაქვს ამ მწერალთან და ბავშვები ხშირად მეუბნებიან, ვერ დავადგინეთ თქვენი საყვარელი მწერალი რომელიაო.

გამორჩეულად მიყვარს “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც არის ჩემთვის უნივერსალური სამყარო, რომლის გამოც მიხარია, რომ ქართველი ვარ, ადამიანად ყოფნის ბედნიერებას მანიჭებს. ბავშვებს ხშირად ვეუბნები _ დოსტოევსკიმ თქვა, რომ ღმერთმა რომ გკითხოთ კაცობრიობის შექმნა თუ ღირდა, ერთი ასეთი რამ მაჩვენეთო, მივაწოდებთ დონ კიხოტს და იტყვის, რომ ღირდაო. მე ვამბობ, რომ მივაწოდოთ “ვეფხისტყაოსანი”.

გამორჩეულად მიყვარს ნიკოლოზ ბარათაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ვაჟა-ფშაველა. ვფიქრობ, რომ ჩემს მოსწავლეებსაც განსაკუთრებულად უყვართ ქართული ლიტერატურა, ეს მწერლები და პოეტები, მათი შემოქმედება.

წიგნები გვამხნევებენ, გამოცდილებას გვძენენ, ღირებულებებს გვიყალიბებენ. ლიტერატურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს და ჩემი მოსწავლეების ცხოვრებაში. ვცდილობთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება მათი შემოქმედების მიმართ სქემატური და სტერეოტიპული არ იყოს.

საბჭოთა კავშირის დროს ერთი ნიშნით იყვნენ კანონიზებულები მწერლები. მაგალითად, ვაჟა-ფშაველა იყო სტიქიურად მოვარდნილი ნიჭი, მეტეორივით გაელვებული _ ბარათაშვილი და სტერეოტიპული აზროვნების მიღმა იჩქმალებოდა მწერლების შემოქმედებითი ბიოგრაფიები. ამ ყველაფერს რევიზია გავუკეთეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა და უფრო საინტერესო გავხადეთ ამ მწერლებზე საუბარი. მათ გარშემო ხშირად ვმართავთ დისკუსიებს, პრეზენტაციებს. დავდივართ მათ სახლ-მუზეუმებში, სადაც კონფერენციებს ვმართავთ. ვხვდებით მწერლების შთამომავლებს, რომლებიც გვესაუბრებიან მათი წინაპრების შემოქმედებაზე. ვფიქრობ, ბავშვებს ძალიან უყვართ.

ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და არ არის ადვილი, რომ დიდი ტექსტები წააკითხო ბავშვს. “თუ გინდა მწერალი მოკლა, სკოლის სახელმძღვანელოში უნდა შეიტანოო”… ამიტომ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება, მრავალფეროვანი სახალისო აქტივობების დაგეგმვაა საჭირო, რომ მწერლის შემოქმედებასთან ჰქონდეს ემოციური კავშირი ბავშვს, მის მხატვრულ მახასიათებლებზე ისაუბროს და ესა თუ ის ტექსტი დაეხმაროს კრიტიკული აზროვნების ამოქმედებაში. ამისთვის აუცილებელია, დავანახოთ ესა თუ ის პერსონაჟი, მოქმედი გმირი სხვადასხვა პოზიციიდან.

ეპოქის იდეალებს ვითვალისწინებთ, ვაქცევთ მას ეპოქის სოციალ-კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში და ეს საინტერესოს ხდის ლიტერატურულ ტექსტს, აყალიბებს პიროვნებას, როგორც მოაზროვნეს. ადრე ისწავლებოდა ერთი ნიშნით, არ ფიქრობდი, შემოქმედებითი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ არ გქონდა და არაფერს არ აძლევდი მოსწავლეს.

_ როგორ უნდა დააინტერესოს მასწავლებელმა მოსწავლე კითხვით, როცა ციფრულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება სჭარბობს?

_ გაკვეთილი არის ცოცხალი პროცესი, რასაც აქვს დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია. ბავშვს აქვს არჩევნის გაკეთების, აზრის გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღების საშუალება. შეუძლებელია, რომ არ დააინტერესოს ტექსტმა, თუ მას თავს კი არ მოახვევ რაღაც სქემას, არამედ ამსჯელებ ამ ტექსტზე. უნდა იფიქრო, დაგეგმო სხვადასხვა აქტივობა, რომ ბავშვი გამოგყვეს და სწავლა არ იყოს მისთვის რუტინული, მოსაბეზრებელი პროცესი. სწავლის მოდელი უნდა აირჩიო ისეთი, რომ ბიძგის მიმცემი იყო მისთვის.

თანამედროვე ციფრული ეპოქის ბავშვისთვის სწავლების ინტერაქციული სტილია საინტერესო. მოსწავლეს უნდა დაასრულებინო აზრის გამოთქმა, პატივი სცე მის აზრს. სწორედ ასეთი გარემო შეუწყობს ხელს მის განვითარებას და ტექსტითაც დაინტერესდება. უნდა ფლობდე მეთოდებს, რა მეთოდითაც ეს ტექსტი მისთვის გახდება საინტერესო.

ნებისმიერ რამეს აქვს მნიშვნელობა. იმასაც კი გააჩნია, როგორი ტონით და ფორმით სვამ კითხვას, როგორ შეგიძლია მიაწოდო რჩევა, რეკომენდაცია ისე, რომ არ შეულახო ღირსება. ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი. მასწავლებლის ჟესტიკულაციას, მხედველობით კონტაქტს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ისე აანთო ბავშვი, რომ არასოდეს არ გაწყვიტოს ლიტერატურასთან კავშირი, მაგრამ ამას სჭირდება ბევრი შრომა _ მასწავლებელი საკუთარ თავზე უნდა მუშაობდეს.

მოსწავლის ინტერაქციაზე დიდ გავლენას ახდენს დადებითი თუ უარყოფითი კომენტარი. შექება მას საკუთარი თავის რწმენას უნერგავს, შენიშვნაც დიპლომატიურად უნდა მისცე. უნდა აგრძნობინოს მასწავლებელმა მოსწავლეს, რომ მისი დიდი მხარდამჭერია, რომ მარცხი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამოცდილება. ხშირად მასწავლებლები ბავშვის ქცევას მის პიროვნებასთან აიგივებენ და შეურაცხყოფილს ტოვებენ ბავშვებს ამით. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევაქოთ მისი წინსვლა, ფაქიზად უნდა ავუხსნათ, რა ვერ გააკეთა კარგად და როგორ უნდა მოიქცეს, რომ მომავალში უკეთ გამოუვიდეს. მე მახსოვს, მასწავლებელი დადგებოდა, ერთ წერტილს ამოირჩევდა და უყურებდა. კომუნიკაცია ყველასთან უნდა გქონდეს.

_ საგაკვეთილო პროცესში სახელმძღვანელოებიდან მიღებული ცოდნა რამდენად არის საკმარისი რეპეტიტორის გარეშე ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად?

_ სახელმძღვანელოები დღეს ისე არის აგებული, თუ მასწავლებელი სწორად წარმართავს სწავლის პროცესს, ბავშვს მომზადება არ დასჭირდება. არ არის რთული ეროვნული გამოცდები. ძირითადად, მე-12 კლასელები ემზადებიან, გამოდის, რომ სკოლა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. წარმოიდგინეთ, რომ 12 წელი სწავლობ და მე-12 კლასში გჭირდება რეპეტიტორი. ესე იგი, სკოლამ თავის ფუნქცია ვერ შეასრულა. ვფიქრობ, აქ ძალიან ბევრი რამ არის გადასახადი. დიდი ანალიზი სჭირდება იმის გარკვევას, რატომ ვერ ახერხებს სკოლა მისცეს ბავშვს ისეთი ცოდნა, რომ მას რეპეტიტორი არ დასჭირდეს.

მე რამდენიმე სახელმძღვანელო მომწონს, მაგრამ სახელმძღვანელო მასწავლებლისთვის არის რესურსი. მას შეუძლია დამატებით სხვა სახელმძღვანელოც დაიხმაროს. რესურსად, მე, მაგალითად, ვიყენებ სპექტაკლსაც, ფილმებსაც, რეკლამასაც. მედეაწიგნიერება არის ერთ-ერთი გამძღოლი კომპეტენცია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომ სხვადასხვა რესურსი გამოიყენო. ინფორმაცია არის ზღვა და ამ ზღვას შეუძლია ბავშვი იმსხვერპლოს, გააჩნია, როგორ გამოიყენებს მას მოსწავლე.

ქართული ლიტერატურის სასწავლო პროგრამებში სახელმძღვანელოების ავტორებმა გაითვალისწინეს ბევრი რამ და ისეთი არ არის, როგორიც წლების წინ იყო. ვფიქრობ, საინტერესო მასალაა შეტანილი სახელმძღვანელოებში.

მე მომწონდა თამაზ ვასაძის სახელმძღვანელო, რადგან გვაძლევდა საშუალებას, ქართული მწერლობა გაგვეაზრებინა მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის კონტექსტში.

მასწავლებელს შეუძლია შემოქმედებითი თვალსაზრისით მიუდგეს სწავლებას და ბავშვსაც უნდა მისცეს ინტერპრეტაციის თავისუფლება. რაც უფრო მეტ თავისუფლებას მისცემ ბავშვს, მით უფრო თავისუფალ და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოაყალიბებ მას.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ნანა მგალობლიშილი
გაზიარება18Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7 დეკემბერი, 2025

"თხილს არ დაადგა საშველი, თორემ ყველის ფასი ყოველდღე იმატებს"

ზახაროვა: აშშ აიძულებს მათ იბრძოლონ ბოლო უკრაინელამდე

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი 2026 წელს წარმატებულად დაიწყებს

20:16; 7.12.2025
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო