საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ერთიანობა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება, _ თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.