უკრაინის საკვანძო პორტში აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შაბათს დილით, საპორტო ქალაქ ოდესაში ორი რაკეტა ჩამოვარდა.
პარასკევის შეთანხმების პირობების თანახმად, რუსეთი დათანხმდა, რომ არ დაუმიზნოს პორტებს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის სამხედროების სამხრეთის სამეთაურო ცენტრმა განაცხადა, რომ ორი კალიბრის რაკეტა მოხვდა პორტს, ხოლო კიდევ ორი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.
ადგილობრივმა დეპუტატმა ოლექსიი ჰონჩარენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ თავდასხმის შემდეგ ქალაქის პორტს ცეცხლი გაუჩნდა.
„ერთი ხელით ხელს აწერენ კონტრაქტებს, ხოლო მეორით პირდაპირ რაკეტებს ისვრიან“, – წერს ბ-ნი ჰონჩარენკო.
“ასე რომ, ჩვენ გვჭირდება თვითმფრინავები და უნდა ჩაძიროს რუსეთის ფედერაციის მთელი შავი ზღვის ფლოტი. ეს იქნება საუკეთესო მარცვლეულის ექსპორტისთვის”,_ ამბობს ის.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია იყო თუ არა მსხვერპლი ან არსებითი ზარალი.