ვეტერანი და შავნაბადას ბატალიონის ყოფილი ასმეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში მომღერალ მეგი გოგიტიძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება, რომელიც აგვისტოში მოსკოვში აპირებს კონცერტის გამართვას და წერს:
“92 -93 მხოლოდ აფხაზეთში 4 ათასი მებრძოლი და 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ წლებში ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი სიის პირველი ნომერი უმღერდა მოსკოვს მოსკოვში! 2008 წელს 500-მდე ქართველი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში. ამავე წელს ნაციონალური მოძრაობის ბოლო საპრეზიდენტო კანდიდატის ცოლი კრემლში პირადად პუტინისთვის ცეკვავდა ბალეტს…
აზრად არასდროს არ მომსვლია, ან ერთი ან მეორე აუგად მომეხსენებია მათი პირადი არჩევანის გამო, რომელიც ჩემთვის პირადად მიუღებელი იყო… მაგრამ! ვინც ამ ხელოვანებს არ შეაგინეთ და ამ გან***ნების პოლიტიკურ მოძრაობას და იმ პატარა გოგოს აგინებთ (რომლის არც სახელ-გვარი ვიცი და არც ვინაობა), რუსეთში რომ სიმღერას აპირებს! აგინებთ ხვიჩა კვარაცხველიას და თორნიკე შენგელიას, რას მიქვია ბურთი გააგორესო, სუყველას მოგ***თ ორმაგი სტანდარტის დედის პრ**ი თქვენი ორტრ**ა ძალად აგრესიული და ძალად პატრიოტი დედაც მო*** შიგ ევროპაში!” _ წერს მალხაზ თოფურია.