ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მეთიუ ბოლდუინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, რუსული გაზის მიღების შემცირების ფონზე, ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდისთვის ემზადება.
Reuters წერს, რომ ბოლდუინმა ნიგერიაში, გამართა შეხვედრები აფრიკის უმსხვილესი ნავთობის მწარმოებლის ოფიციალურ პირებთან, ბოლდუინს ნიგერიაში ვიზიტისას უთხრეს, რომ ქვეყანა აუმჯობესებს უსაფრთხოების საკითხებს მდინარე ნიგერის დელტაში და აგვისტოს შემდეგ Trans Niger-ის მილსადენის გახსნას გეგმავს, რაც ევროპაში გაზის ექსპორტს გაზრდის.
ბოლდუინმა Reuters განუცხადა, რომ ევროკავშირი მთლიანი მომარაგების 14%-ს ნიგერიიდან იღებს. მისი თქმით, არსებობს ამ მაჩვენებლის გაორმაგების პოტენციალი.
ნიგერიაში ნავთობისა და გაზის მოპოვება მილსადენების ქურდობისა და ვანდალიზმის გამო მცირდება, ამიტომ გაზის მწარმოებელი Nigeria LNG მხოლოდ 60%-იანი სიმძლავრით მუშაობს.
”ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ 80% -ს, იმ მომენტში, როცა შეიძლება იყოს დამატებითი LNG, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ადგილზე ევროპაში ტვირთებისთვის.
მათ (ნიგერიელმა ოფიციალურმა პირებმა) გვითხრეს: ”მოდით და კვლავ ვისაუბროთ აგვისტოს ბოლოს, რადგან ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია რეალური პროგრესის მიღწევა ამ საკითხში”. – თქვა ბოლდუინმა.
გამოცემა აღნიშნავს, Nigeria NLG ეკუთვნის სახელმწიფო ნავთობკომპანია NNPC Ltd-ს, Shell-ს, TotalEnergies-ს და Eni-ს.
ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აგვისტოდან მარტამდე გაზის მოხმარება 15%-ით უნდა შეამცირონ. მიზანი თავდაპირველად ნებაყოფლობითი იქნებოდა, მაგრამ გახდება სავალდებულო, თუ კომისია საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა.
გასულ წელს ნიგერიამ ევროკავშირში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, მაგრამ წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი მცირდებოდა. მაგალითისთვის, 2018 წელს ნიგერიიდან მიღებული ბუნებრივი აირი 36 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.
ევროკავშირი ეძებს გაზის დამატებით მიწოდებას ნიგერიიდან, რადგან ბლოკი ემზადება რუსეთის პოტენციური მიწოდების შემცირებისთვის, განაცხადა შაბათს ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეთიუ ბოლდუინმა.
ავტორი