,,ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ომია ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ,” – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქალაქ პადერბორნში, Libori Meal-ზე სიტყვის გამოსვლის დროს.
მისი თქმით, არ უნდა დაუშვან გაერთიანებული ევროპის უდიდესი ღვაწლი განადგურდეს.
,,ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ დაგვყონ, არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გაერთიანებული ევროპის უდიდესი ღვაწლი განადგურდეს. ეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიებს არ ეხება. საუბარია ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მსოფლიო მშვიდობის სისტემაზე, ორმაგი გაგებით. ამ ფასეულობების დაცვა ნიშნავს, რომ მივიღოთ სერიოზული უხერხულობები და უთანხმოებები. მზად ვართ ამისთვის? სწორედ ამ საკითხის წინაშე ვდგავართ ყველა დღეს, მომდევნო დღეებში, კვირებსა და თვეებში,“ – თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.
ავტორი