პირველი 3 გეპარდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი ტანკი გერმანიიდან უკრაინაში ჩავიდა. – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
“ჯერჯერობით, გერმანიასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პირველი 3 გეპარდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი ტანკი ჩამოვიდა. ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია, რომლებისთვისაც გადმოგვეცა ათობით ათასი საბრძოლო მასალა. ამასთან, კიდევ ველოდებით დამატებით 15 გეპარდს. დღეს შემოსული 3 გეპარდი კი უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია”. – თქვა რეზნიკოვმა.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა გერმანიისგან ლეოპარდის ტიპის ტანკებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაბამისი მოლოდინი არსებობს. მისი თქმით, თავდაპირველად, უკრაინა რამდენიმე ათეულ ტანკს ელოდება.
“იმედი მაქვს. ერთ-ერთი მოკავშირე ქვეყანა, რომელშიც განლაგებულია ლეოპარდის ტანკები, მზად არის გადმოგვცეს ისინი. საუბარია ევროპულ ქვეყნებზე. თავდაპირველად, გეგმის მიხედვით, რამდენიმე ათეულ ტანკს მივიღებთ, რომლებზეც ჩვენს ეკიპაჟს სწავლებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩავუტარებთ”. – აღნიშნა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან არსებობს შეთანხმება უკრაინელი მებრძოლების მიერ საწვრთნელი პოლიგონების გამოყენების შესახებ და ეკიპაჟების გადამზადების შემდეგ, თანამედროვე ტანკების მიღებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. მინისტრის თქმით, საუბარია არამხოლოდ ლეოპარდის ტიპის ტანკებზე, არამედ Abrams-ის ტანკებზე და ა.შ.
ცნობისთვის, Gepard (Flugabwehrkanonenpanzer Gepard) არის გერმანული საზენიტო თვითმავალი საარტილერიო სამაგრი, რომელიც წარმოებულია Krauss-Maffei-ს მიერ სხვა საწარმოებთან თანამშრომლობით. შექმნილია მსვლელობისას ჯავშანტექნიკის და სტაციონარული ობიექტების დასაცავად დაბალ და ულტრა დაბალ სიმაღლეებზე დაბალ და ულტრა დაბალ სიმაღლეებზე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების თავდასხმისგან დღე და ღამე ყველა ამინდის პირობებში და მტრის ინტენსიური ელექტრონული კონტრზომების პირობებში.
ავტორი