“ინფიცირების ახალი შემთხვევების მატებაა, როგორც ყველგან ასევე ჩვენთან”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ არის დაფიქსირებული კოვიდინფიცირების 11004 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10851 პაციენტი, გარდაცვალების ციფრი იგივეა- 83. ამჯამად აქტიურია ინფიცირების 70 შემთხვევა. კლინიკაში არცერთი პაციენტი არ გვყავს ამჯერად”,_ ამბობს მენაღარიშვილი.