სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პოსტს აქვეყნებს, რითაც მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
“პატივცემულო საზოგადოებავ” მივმართავ ზოგიერთ ” ტვინნაღრძობს!!! ჯერ ერთი იმ სახელმწიფოს რა ვუთხარი ადამიანებს რომ ავადმყოფობის ფულს აძებნინებს ( ყველას – ყველა მოქალაქეს ვგულისხმობ) ,ქვეყნის ოქროს ფონდს და გენიოსებს ,თავიანთი დიდი კუთვნილი შემოსავალი რომ არ აქვთ ( როგორც დასავლეთში) და ქვეყანა არ პატრონობს, ეს ერთი და მეორე: რას სთხოვთ მამუკა ჩარკვიანს, იმას, რომ თავის ოპერაციაში ქვეყანა არ გაყიდა და ხელისუფლების ” მოსამსახურედ” არ იქცა?! მადლობა რა თქმა უნდა, ( არაერთხელ უთქვამს მამუკას) მაგრამ ” მონა-მოსამსახურეობა” ნურასუკაცრავად და საერთოდ ქველმოქმედებაში რომ სამშობლოს გაყიდვას გთხოვენ, იმას ქველმოქმედება არ ჰქვია -ანგარება ჰქვია, აი ყველას რომ მოგვთხოვეს , ყველამ, რომ არ იკადრა და იკისრა დათმობა -ის ანგარება ჰქვია ( მე არავის ვადანაშაულებ , ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, თავისი სიმართლით თუ ტყუილ-მართლით)!!!!
როდის გვექნება ის ქვეყანა -ისეთი ქვეყანა ადამიანებს -მოქალაქეებს ზოგადად, მათ შორის გენიოსებს , როცა თავიანთი კუთვნილი საარსებო და სამკურნალო თანხა ექნებათ და იცხოვრებენ?!
მხოლოდ და მხოლოდ დასავლური ღირებულებების სახელმწიფოში შეიძლება ეს მოხდეს, აი ეს რუსული ოლიგარქიული ბინძური ( ტროლ-ბოტური) -სისტემა რომ არ გვექნება, რომ აღარ გვექნება მაშინ , ჰოდა ვიბრძოლებთ ჩემო მამუ, რადგან , როგორც მე და შენ გვასწავლეს სახლში “თავისუფლება ლომთა ხვედრია”! ისე ჯანსუღის ხუმრობა გამახსენდა (ძველის ძველი ) ზოგიერთი ” მეშჩანის” გამო თქმული : “სიტყვა საზოგადოება არისო, ოტ სლოვა “გად”,_ წერს თაკო ჩარკვიანი.