დასრულდა ფოთის საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში, რომელიც სხვადასხვა რანგისა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა.
B ტურში მონაწილეობდა წარმოშობით სამტრედიელი მარიამ თევზაძე, რომელმაც ორი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა და ქალთა შორის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა.
,,ჩემი მიზანი იყო, მამაკაცთა შორის მიმეღწია საუკეთესო შედეგისთვის, მაგრამ, ვინაიდან, რამდენიმე წელია, არ მითამაშია, ქალთა შორის ნომინაციაში პირველი ადგილი იყო ჩემთვის კარგი შედეგი,”_ განაცხადა ,, გურია ნიუსთან” საუბრისას მარიამ თევზაძემ.
ავტორი