ოზურგეთში, პროგრესის სახლში, ორი კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგა.
ევროკავშირის დაფინანსებით და კონდრატ ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, სათემო ინიციატივებისა და მედია კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტები, მარინა ჩიხლაძე და გიორგი გირკელიძე. მათ აქტიური მუშაობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თემებზე, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების დ საინიციატივო ჯგუფების შესახებ სტატიების მომზადებისთვის და პოპულარიზაციისთვის სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
კონკურსის გამარჯვებულია ასევე „გურიაTV”-ის ჟურნალისტი თამთა დოლიძე. სათემო კონკურსში კი ახალგაზრდები საინტერესო სათემო ინიციატივებისთვის დაჯილდოვდნენ.
რაც შეეხება სათემო კონკურსს გაიმარჯვა: ოზურგეთში – გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდმა იდეით: სპორტული მოედნის განახლება. ლანჩხუთში, ლანჩხუთის ახალგაზრდულმა ცენტრმა იდეით – სოფელ აცანასა და სოფელ სუფსაში ბიბლიოთეკების განახლება წიგნებით. ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურას ქალთა სათემო ცენტრმა, იდეით – საგამოფენო ოთახის მოწყობა ადგილობრივი ქალი მეწარმეებისთვის.
ყველა გამარჯვებულს სხვადასხვა თემატური ვაუჩერი გადაეცა. კონკურსების ორგანიზება სამოქალაქო ორგანიზაცია ”პროგრესის სახლმა” განახორციელა.
ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ამ გამარჯვებას და მომავალ წამატებებს ვუსურვებთ.
ავტორი