ხმაურია ამ წუთებში “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე. გარემოვაჭრეები დახლების გაშლისა და საქმიანობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.
ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენლებმა მოვაჭრეებს დახლები დაუშალეს და უთხრეს, რომ თუ ვაჭრობას განაახლებენ, დაჯარიმდებიან.
გარემოვაჭრეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. მოძრაობა ამ წუთებში შეფერხებულია.
ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა პოლიციაც, რომელიც ცდილობს მოვაჭრეები სავალი ნაწილიდან გაიყვანოს.
წყარო: მთავარი არხი