შს მინისტრის განცხადებით, ხევში ჩავარდნილ ვერტმფრენში მყოფი 8-ვე ადამიანი გარდაცვლილია. ვახტანგ გომელაური გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
გუდაურში, ტრაგედიის ადგილზე, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.
თეთრი არაგვის ხეობაში, გუდაურთან ახლოს, სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. მაშველები და მედიკოსები კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიდიოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლდოვან ფერდობზე 2 პირი ჩამოვარდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და მედიკოსებიც იმყოფებოდნენ.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება 275 მუხლითაა დაწყებული. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94 კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.