გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედა სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და პატიებას სთხოვს.
„ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ, მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. პირველ რიგში, იმ ხალხზე შემტკივა გული… ჩემი შვილი აღარ მედარდებოდა, რომ ვუყურებდი, რა დღეში ჩაცვივდა ამდენი ხალხი ჩემი შვილის გამო. მაპატიეთ, გთხოვთ“, – ამბობს ქალი.
წყარო: TV Imedi