ახალგაზრდა ქალი, რომლის ოჯახიც სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს პაციენტის შესაძლო ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა, დღეს ჩარდაიცვალა, _ ამის შესახებ გარდაცვლილი ქალის შვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ჩემი ლამაზი, კეთილი და სიყვარულით აღსავსე ემა აღარ მყავს, აღარ მყავს დედა რომლიც მთელ სამყაროს მირჩევნია, აღარ მყავს დედა რომელსაც ამ სამყაროში სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია, დღეს, ჩემი გულის ნაწილი შენთან ერთად მოკვდა დედა, გუშინ უკანასკნელად ვანხეთ შენი თვალები დე, როგორ უნდა ვიცხოვროთ შენს გარეშე არ ვიცი“_ წერს გარდაცვლილის შვილიაკო ქიქავა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მაშინ “გურია ნიუსი” დამატებით დეტალებისთვის სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორს ია გელოვანს დაუკავშირდა, თუმცა გელოვანმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
“უკაცრავად, მაგრამ ინტერვიუს არ ვიძლევი”, _ ამბობდა გელოვანი.
რა გახდა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, ამას ახლა გამოძიება დაადგენს.
ავტორი