რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, სუმის ოლქში ერთ-ერთი დასახლება სერედინო-ბუდსკი დაბომბეს. ცნობილია, რომ იერიშების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 2.
ინფორმაციას სუმის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს და წერს, რომ დაბომბვის შედეგად, ერთ-ერთი ფერმა დაიწვა.
“რუსების მიერ დაბომბვების შედეგად, კერძო სახლები და ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა”, – წერს დმიტრო ჟივიცკი.