დღეს დილით ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტების გამოცდის შედეგები დადო. სამტრედიელებმა _ ცისია ხურცილავამ და მარიამ გოგიამ 60 ქულიდან 60 ქულა აიღეს. მარიამ გოგია მეთერთმეტე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ცისია ხურცილავამ მეორე საჯარო სკოლა დაამთავრა.
ამ ამბავს ცისიას და მარიამის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგ, მაია ლორია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტით გამოეხმაურა:
“როგორ მახარებთ, ჩემო მარგალიტებო!.. მადლობა უფალო, ჩემო ძვირფასებო, ტაქიკარდია სიხარულის…. მარი გოგია-60- 60 ცისია – 60-60…და ა. შ. მადლობა ყოველ თქვენგანს“, _ წერს მაია ლორია.
ავტორი