გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება,_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გარდაცვლილ ადამიანების ოჯახებს 100 000 ლარი გამოეყოფათ.
“მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები – ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე გამოჩენილი მფრინავები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მე მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, ასევე დაღუპულ ექიმებს. ამ დიდმა ტრაგედიამ ყველას დაგვწყვიტა გული. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში მათ ოჯახებს. სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, ჯანდაცვის სამინისტრო გამონაკლისის სახით ასევე გამოყოფს ექიმებისთვის 100 000 ლარს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ინფორმაციისთვის, ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც 29 ივლისს ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.