ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალ-ქაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი მოკლა უპილოტო თვითმფრინავით,_ ამის შესახებ განცხადება CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.
ბაიდენის თქმით, ზავაჰირი ქაბულის ცენტრის თავშესაფარში იმყოფებოდა და ზუსტი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი Hellfire რაკეტის გამოყენებით. დრონის დარტყმა 21:48 საათზე განხორციელდა.
ავღანეთის ისლამური ემირატი „მტკიცედ გმობს ამ თავდასხმას ნებისმიერი საბაბით და მას საერთაშორისო პრინციპებისა და დოჰას შეთანხმების აშკარა დარღვევას უწოდებს“.
ცნობისთვის, აიმან ალ ზავაჰირი „ალ ქაიდას“ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა.