ფრანგული მედიის nicematin ინფორმაციით, ნიცაში ყალბი პასპორტით ჩასული ქართველი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა.
გამოცემის ცნობით, 60 წლის კაცი გასულ ორშაბათს კადამის ადმინისტრაციულ ცენტრში მივიდა. მას საფრანგეთში დროებით ბინადრობის ნებართვის მიღება სურდა, როგორც „დროებითი დაცვის ბენეფიციარი“. ამ მიზნით ის წარდგა უკრაინულ პასპორტით, რომელიც ყალბი იყო.
nicematin წერს, რომ უწყებაში კაცმა ყალბი პასპორტი წარადგინა, თუმცა თანამშრომლების მოტყუება ვერ შეძლო.
,,ყველა კრიზისს აქვს თავისი შესაძლებლობები. ყველა ომს ჰყავს თავისი ოპორტუნისტები. საქართველოს მოქალაქემ ბედი საფრანგეთში უკრაინელ ლტოლვილად მოჩვენებით სცადა. მაგრამ მისმა ყალბმა პასპორტმა არ მოატყუა ალპ-მარიტამის პრეფექტურის აგენტები.“ – წერს გამოცემა.
ავტორი