დღეს ცნობილი გახდა ერთიან ეროვნულ გამცდებზე უცხო ენის შედეგები.
ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული მარიამ ბოცვაძე კვლავ ლიდერთა შორისაა. მარიამმა მაქსიმალური 80 ქულიდან ინგლისურ ენაში 79 ქულა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ მარიამმა მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში.
“გურია ნიუსი” წარმატებებს უსურვებს მარიამს და ყველა აბიტურიენტს.