,,ერთადერთი ხელოვნური წარმონაქმნი საბჭოთა რუსეთის კოლონიური იმპერია იყო,“ – ასე ეხმაურება twitter -ზე ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გამოქვეყნულ ტექსტს, რომელშიც საუბარი იყო რუსეთის ექსპანსიაზე, ეხებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეჭქვეშ აყენებდა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას.
,,დასავლეთში, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, უნდა მოეშვას ილუზიებს, რომ რუსეთის ამ რეჟიმთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდებიან. ვუსმენთ მედვედევის საუბარს, რომ თითქოს საქართველო და ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფოებია. ერთადერთი ხელოვნური წარმონაქმნი საბჭოთა რუსეთის კოლონიური იმპერია იყო. [ეს] აღარ განმეორდება!“ – წერს ევროპარლამენტარი.
ავტორი