ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება გაავრცელა ბრიტნი გრინერის საქმესთან დაკავშირებით:
”დღეს რუსეთის სასამართლომ ამერიკის მოქალაქე ბრიტნი გრინერს პატიმრობა შეუფარდა, რითიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რაც ყველამ ვიცოდით: რუსები არასამართლიანად მოექცნენ ბრიტნის, რაც მიუღებელია და დაუყონებლივ მოვითხოვ მის გათავისუფლებას, რათა მან შეძლოს თავის ცოლთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ამერიკაში თავისუფლად ცხოვრების გაგრძელება”.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქალთა კალათბურთის ცნობილი სახე ბრიტნი გრინერი რუსეთში მარიხუანას კონტრაბანდისთვის დააკავეს. მას ერთ თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრეს, მიუხედავადიმისა, რომ ამერიკის მთავრობა მოითხოვდა პატიმრის ქვეყნისთვის გადაცემას, რუსულმა სასამართლომ ამაზე უარი განაცხადა, შესაბამისად ბრიტნის ხიმკის ციხეში მოუწევს სასჯელის მოხდა.
ავტორი: ნანუკა ყაჭეიშვილი