გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 10 დაურეგისტრირებელი სანახშირე ორმო გამოავლინეს.
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარედ, სამართალდამრღვევები ხის ნახშირის წარმოებას, მიწაში, კამერალურ რეჟიმში, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით ახდენდნენ, რაც მიმდებარე ტერიტორიის დაკვამლიანებას, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას იწვევს და საფრთხეს უქმნის გარემოს.
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი ოქმები შეადგინეს და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო, ათივე უკანონო სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს.
მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.