ოზურგეთში კოვიდინფიცირებით შემთხვევების რიცხვი დღითიდღე იზრდება.
როგორც “გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გასულ 24 საათში ინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირდა ინფიცირების 22517 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 22339 პაციენტი, გარდაიცვალა 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 82 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 33 სტაციონარში მკურნალობს, 49 კი ბინაზე.