ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად დამატებით $1 მილიარდის ღირებულების სამხედრო იარაღს გამოყოფს. პაკეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდია რაც აქამდე ყოფილა და მოიცავს საბრძოლო მასალას. რომელშიც შედის დისტანციური იარაღი და ჯავშანტექნიკის სატრანსპორტო საშუალებებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters სამმა ანონიმურმა წყარომ განუცხადა
წყაროს ინფორმაციით, დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თეთრი სახლი 8 აგვისტოს გაავრცელებს. ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დამატებით $1 მილიარდის ღირებულების დახმარების პაკეტზე ჯერ ხელი არ მოუწერია და ხელმოწერამდე პაკეტის ღირებულება და მასში შემავალი იარაღის ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს.
ამჟამინდელი მონაცემებით, პაკეტში მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა (HIMARS) და მოწინავე მიწა-ჰაერის ეროვნული სარაკეტო სისტემა (NASAMS) ერთიანდება, ასევე იქნება 50 M113 ჯავშანტექნიკა სამედიცინო ტრანსპორტისთვის.
ახალი პაკეტი მოჰყვება პენტაგონის ბოლო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელებს საშუალება მიეცემა სამედიცინო დახმარება გაეწიოთ გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზის მახლობლად, აშშ-ს სამხედრო ჰოსპიტალში.
გასულ კვირას, პენტაგონმა უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი, $550 მილიონის ღირებულების პაკეტი გამოჰყო, რომელიც ასევე მოიცავდა HIMARS-ის სისტემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისთვის აშშ-მ უკრაინაში 16 HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გაგზავნა.
Reuters-ის ცნობით, ახალი პაკეტი პრეზიდენტის ხაზინიდან დაფინანსდება, რომლის ფარგლებშიც ჯო ბაიდენი საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ, კონგრესის თანხმობის გარეშე შეძლებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
ავტორი