არცერთი ნორმალური ადამიანისთვის მსგავსი პათოსი მისაღები არ იქნება, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას.
„არცერთი ნორმალური ადამიანისთვის მსგავსი პათოსი მისაღები არ იქნება, მაგრამ მე დავინახე უფრო ემოციური პოსტი ადამიანის, რომელმაც თავისი თვალით ნახა თუნდაც ბუჩაში ძალიან ბევრი დაღუპული ბავშვი და მოხუცი, ხელებშეკრული. რა თქმა უნდა, ალბათ, ეს უფრო ამ ემოციით იყო განპირობებული“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.
წყარო: imedinews