“როგორ მტკივა გული…ასეთი ადამიანები სამწუხაროდ აღარ იბადებიან”, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან გიორგაძემ დაწერა.
გარდაიცვალა მხატვარი, კალიგრაფისტი, ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მრავალი თაობის აღმზრდელი, ღვაწლმოსილი პედაგოგი ოთარ დოლიძე.
ბატონი ოთარი სხვადასხვა პერიოდში იყო:
1976 წელი შუაგანახლების საშუალო სკოლის მასწავლებელი;
1983- 2021 წლები ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის პედაგოგი;
1991-2016 წლები ჩოხატაური გალერეის დირექტორი.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ოთარ დოლიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს.