“არასწორია, რომ როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ”, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა.
ის იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
სანა მარინის თქმით, რუსებისთვის სანქციების დაწესება ევროპული საბჭოს დღის წესრიგში უნდა იყოს.
“არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი ევროპაში აგრესიულ, სასტიკ ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ. ეს არასწორია”, – თქვა ფინეთის პრემიერმა.