“შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა,“ – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი twitter-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება და აღნიშნა, რომ დროა დასრულდეს ტურიზმი რუსეთიდან.
“შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება. საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან დახურულია. ეს ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვებათ (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – ერთადერთი წვდომის წერტილები). დროა დავასრულოთ ტურიზმი რუსეთიდან ახლა”, – წერს კალასი.
ცნობისთვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობას და ტურისტად ყოფნას არასწორი უწოდა.
ავტორი