ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სოფელ საციხურის წარმომადგენლის ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
,,ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა სოფელში, პოლიციელებმა გამოძიება დაიწყეს, სხვას ცერაფერს გეტყვით,” – ამბობს რწმუნებული.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი საციხური-აბანოს გზაზე მოძრაობდა. მანქანის სარკე ველოსიპედს მოედო. მოზარდი წაიქცა და მძიმე ტრავმა თავის არეში მიიღო.
თუმცა, დეტალები გამოძიების შემდეგ გაირკვევა.