გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანის პილოტი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაუდასტურა.
29 ივლისს გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანის პილოტი მრავლობითი დაზიანებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
მისი დაზიანებები მრავლობითი იყო – მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.