შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, 15 ივლისის მდგომარეობით, წელს გურიაში 36 695 ვიდეოჯარიმა დაიწერა. სულ გადასახდელი ვიდეოჯარიმების თანხამ 1 978 740 ლარი შეადგინა.
20%-იანი შეღავათით ისარგებლა 14320-მა ადამიანმა, რის შედეგადაც 20%-იანი შეღავათით გადახდილმა თანხამ შეადგინა 600, 787.5 ლარი.
იმისთვის, რომ გაიგოთ არის თუ არა თქვენს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი ამისთვის police.ge-ს ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსება მოგიწევთ: პირადი ნომერი, გვარი, ავტომობილის ნომერი.
ვიდეოჯარიმებს ე.წ. ჭკვიანი კამერები გამოწერენ, რომლებიც მძღოლების მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევას აფიქსირებენ.
ის მოქალაქეები, რომლებიც საჯარიმო თანხას ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან, 20%-იანი შეღავათით სარგებლობენ. დარღვევის შესახებ ინფორმაციას კი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით იღებენ.