ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა წარადგინეს მოწყობილობა, რომელიც კითხულობს ადამიანის თითების ანაბეჭდს ორი მეტრი მანძილიდან. პიროვნების იდენტიფიკაციისთვის პროგრამას სჭირდება დაახლოებით ოთხი წამი.
აპარატ AIRprint-ის პროტოტიპი დაამუშავა ამერიკულმა კომპანიამ. პატარა მოწყობილობა აღჭურვილია პოლარიზებული სინათლის წყაროთი და ორი კამერით 1,3 მეგაპიქსელზე, იჭერს სხვადასხვა პოლარიზაციის სინათლეს. ამობურცულობები თითებზე ირეკლავს ჰორიზონტალურად პოლარიზებულ სინათლეს, ხოლო ჩაღრმავებები – ვერტიკალურად პოლარიზებულს. თითების დაბრუნებული ანარეკლი მუშავდება კომპიუტერის პროგრამით, რომელიც აგებს თითის ანაბეჭდს და ადარებს მას მონაცემთა ბაზას. AIRprint-ი აკეთებს თითების სკანირებას წამის მეათედის განმავლობაში.
ჯერჯერობით მოწყობილობას შეუძლია მხოლოდ ერთი თითის გამოსახულების აგება, მაგრამ, როგორც პროტოტიპის დამმუშავებლები გვპირდებიან, აპრილისთვის ხუთივე თითის ანაბეჭდს მიიღებენ. ამ აპარატის კიდევ ერთი ნაკლი ისაა, რომ ადამიანის ხელი უნდა იმყოფებოდეს აპარატიდან განსაზღვრულ მანძილზე, ესე იგი, ადამიანი გაუნძრევლად უნდა იდგეს.
ასეა, თუ ისე, ახლანდელი მოწყობილობით მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ გადადგმული: ახლა, პიროვნების იდენტიფიკაცია, განუმეორებელი ნახაზებით თითებზე, შეიძლება ჩატარდეს მნიშვნელოვანი მანძილიდან.
ამ მოწყობილობით უკვე დაინტერესდა ზოგიერთი სპეცსამსახური, აგრეთვე, ჩვეულებრივი ორგანიზაციები, რომელთაც სურთ ავტორიზაციის პროცესის დაჩქარება. კომპანია აცხადებს, რომ გასაყიდად გაიტანენ ორ ხელსაწყოს: ერთს – მარტივს (სკანერით მხოლოდ ერთი თითისთვის), მეორეს – უფრო რთულსა და ძვირს (მთელი ხელისათვის).
ავტორი